ამ თამაშში ბრძოლა მოგიწევთ სხვადასხვა პირობებში: დათოვლილ ტყეებში და გაუვალ ჯუნგლებში, ცხელ უდაბნოებში და შეუვალ მთებში, რაც მოგცემთ სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენების საშუალებას. ასევე მოთამაშეები შეძლებენ უნიკალური ტაქტიკური ილეთების რეალიზებას და ბრძოლაში ახალი ტიპის ტექნიკის გამოყენებას, ყველგანმავალის ATV და სატრანსპორტო ვერტმფრენის UH-60-ის ჩათვლით. ამის გარდა პროექტში წარმოდგენილია ტექნიკის მოდიფიკაციის შესაძლებლობები, რაც გააფართოვებს იარაღების და საბრძოლო მანქანების არჩევანს...