1864 წელი. ველური დასავლეთი. ოქროს მოსაძებნად თომასი და რეი მაკკოლი მშობლიური ჯორჯიიდან, რომელიც სამოქალაქო ომმა დააქცია, მექსიკაში მიემგზავრებიან. მათთვის კანონი არაფერია - ძმები აუღელვებლად მოკლავენ ყველას ვინც გზაზე გადაეღობებათ, მაგრამ ნუთუ ასეთი მყარია სისხლით ნათესაობა როცა ფსონზე აურაცხელი სიმდიდრე და ქალის სიყვარული დევს? მოთამაშეებს ელოდებათ გაშლილი პრერიები, მოგზაურობა ამხედრებული, ფურგონით და კანოეთი, კლასიკური თავგადასავალი და არამზადები. ცეცხლსასროლი იარაღის უზარმაზარი არჩევანი, ასევე უნარები, მათ შორის კოცნენტრაციის უნარი...